logo
ENG



შაბათის ფორმულა: რუსეთში ღვინის ექსპორტიორი 10 კომპანიიდან, 8 ქართულ ოცნებას უკავშირდება

10 ივნ 202321:06
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთთან ვაჭრობის მოცულობა 22%-ით, ქართული ალკოჰოლის ექსპორტი კი 120%-ით გაიზარდა.

არსებული სტატისტიკით ირკვევა, რომ ქართველმა მეღვინეებმა ბოლო 1 წლის განმავლობაში ღვინის ექსპორტი რუსეთში საგრძნობლად გაზარდეს. ერთ-ერთი ასეთი ღვინის კომპანია ძმები დუგლაძეებისაა. ამავე ღვინის კომპანიაში წილს ფლობს ოლიგარქის უფროსი ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი. ეს თავად მან შაბათის ფორმულას ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დაუდასტურა.

ალექსანდრე ივანიშვილი ღვინის ორ კომპანიას ფლობს, რომელთა მოგების დიდ ნაწილს შემოწირულობის სახით ქართულ ოცნებას უბრუნებს. ღვინის ბიზნესში, ივანიშვილის პარტნიორები მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და ქართული ოცნების მილიონერი დეპუტატი, მეღვინე ზაალ დუგლაძე არიან.

შაბათის ფორმულას ცნობით, რუსეთში ღვინის ექსპორტიორი 10 უდიდესი კომპანიიდან, 8 ქართულ ოცნებასთანაა დაკავშირებულია; აქედან 2-ს სწორედ ალექსანდრე ივანიშვილი ფლობს.

შაბათის ფორმულა ასევე პარლამენტის დეპუტატ, ბიზნესმენზაალ დუგლაძესაც დაუკავშირდა. დუგლაძეს ჰკითხეს - უქმნის თუ არა უხერხულობას, ომის დროს ოკუპანტებთან ვაჭრობით გამდიდრება?, რასაც მან ასეთი პასუხი გასცა: "ყველას შეაქვს ისედაც რუსეთში ღვინო, სანქციების დაწესება რას ნიშნავს, დაიხოცებიან რუსები ქართული ღვინო რომ არ დალიონ? ეს ძალიან არასწორი დამოკიდებულებაა, ეგ შეცდომა უკვე დაუშვა საქართველომ და იგივე არ უნდა ვქნათ".

ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტი ფლანგვის დეტექტორმა შეისწავლა. სწორედ მათ მოიკვლიეს, რომ რუსეთში გამდიდრებული თითქმის ყველა კომპანია, ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია.


close დახურვა