logo
ENG



შაბათის ფორმულა: ქართველი მილიონერები ვაქცინაციას საზღვარგარეთ იკეთებენ

06 მარ 202120:17
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მდიდარი ქართველები დუბაიში ერთთვიან ტურს იღებენ, იმისათვის რომ ვაქცინა გაიკეთონ და ასევე რევაქცინაციაც მოასწრონ. 

წყაროს ცნობით, დუბაიში ახლა ვანო ჩხარტიშვილი და მისი ვაჟი იმყოფებიან. თავად დუბაის მოქალაქეები შაბათის ფორმულასთან საუბარში აცხადებენ, რომ ვაქცინაცია შესაძლებელია დიდი ფულის სანაცვლოდ. 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ვაქცინა ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის, იგივე რიჟას ოჯახმა გაიკეთა. 

მსოფლიოს 110 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს. მსოფლიოში 280 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე აიცრა, საქართველოს მოსახლეობა კი, ისევ ვაქცინის მოლოდინშია. 


close დახურვა