logo
ENG



შაბათის ფორმულა: ყოფილი მაიორი გვარდიის ოფიცერს ტერორიზმის ხელშეწყობაში ადანაშაულებს

06 თებ 202120:04
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულასთან ინტერვიუს შემდეგ, სახლში დაბრუნებული პოლიციის ყოფილი მაიორი თაღლითობის ბრალდებით აიყვანეს. ნინო ჯარიაშვილმა შაბათის ფორმულას გადასცა აუდიო/ვიდეო ჩანაწერები და დოკუმენტაცია.

ის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის ოფიცერსა და შერეული ორთაბრძოლების მებრძოლს, შოთა ბეთლემიძეს შესაძლო დანაშაულში ამხელს. ნინო ჯარიაშვილი ამბობს, რომ მას ტურისტული კომპანია ჰქონდა, ღარიბაშვილის ღირსების ორდენოსანმა და მოქმედმა ოფიცერმა სთხოვა საქართველოში ტერორიზმისთვის ძებნილების შემოყვანაში დახმარებოდა. საქმე ეხება 2017 წლის დეკემბრის პერიოდს, როდესაც თბილისში აჰმედ ჩატაევი საკუთარი დაჯგუფებით შემოვიდა. 

როგორც ჯარიაშვილი ამბობს, ამის შესახებ ინფორმაცია მან თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიაწოდა, თუმცა, იძახის, რომ ამის შემდეგ მისი მმისამართით მუქარა გაძლიერდა. 

ეროვნული გვარდიის მოქმედ ოფიცერს, ჯარიაშვილი ასევე სხვა ბრალდებებსაც უყენებს. ის ამბობს, რომ პოლიციისთვის ფარულად მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ, შოთა ბეთლემიძემ სცემა, სექსუალურად იძალადა და სიცოცხლის მოსპობით სისტემატიურად ემუქრებოდა.

დახმარებისთვის ჯარიაშვილმა პოლიციას არაერთხელ მიმართა. ამის შემდეგ საქმე აღიძრა, თუმცა მისი შესაძლო გაუპატიურების ბრალდების ნაწილში გამოძიებას მოკვლევა უკვე თვეებია არ დაუსრულებია.

პარალელურად შოთა ბეთლემიძე  ამბობს, რომ მსხვერპლი თავადაა და ნინო ჯარიაშვილისთვის არაფერი დაუშავებია. მისივე მტკიცებით, ჯარიაშვილმა მისი მისამართით ყველა ბრალდება გამოიგონა. 


close დახურვა