ხელისუფლების კიდევ ერთი უკან დახევა და ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი გადაწყვეტილება - დევნილი ემიგრანტების და ოპოზიციის პროტესტის ფონზე - ბოლო რამდენიმე დღეა, ხმის უფლების წართმევამ, საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილების მწვავე რეაქცია გამოიწვია, რადგან ოკუპირებულ რეგიონებში რეგისტრირებული ადამიანები, იძულებული იყვნენ, საკუთარი რეგისტრაციის ადგილი დაეთმოთ. მაშინ, როცა ხელისუფლებამ ემიგრანტებისთვის დამატებითი უბნების გახსნაზეც უარი თქვა, კიდევ ერთი დაბრკოლება, საზღვარგარეთ მცხოვრებ დევნილებს, არჩევნების წინ, მძიმე დილემის წინაშე აყენებდა - ან ოკუპირებულ რეგიონში დარჩენილი სახლების მისამართები უნდა დაეთმოთ ან არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ადმინისტრაციის ეს მოთხოვნა, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ გაასაჩივრა, სულ რამდენიმე საათის წინ კი ცესკომ გადაწყვეტილება მიიღო და 7 ოქტომბრის ჩათვლით, დევნილ ემიგრანტებს, უბანზე დარეგისტრირების საფუძველზე, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა.