შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ახალ წლამდე თანამდებობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დატოვებს.
შაბათის ფორმულას წყარომ უთხრა, რომ თურნავას 2022 წლიდან პოსტზე მისი პირველი მოადგილე, ოთარ დანელია ჩაანაცვლებს. წლების წინ დანელია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. თავად დანელია უარყოფს ინფორმაციას, რომ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
ადამიანები, რომლებიც ივანიშვილ-ღარიბაშვილის ფსიქოლოგიას კარგად იცნობენ, ფიქრობენ, რომ პრემიერი ამ საკადრო ცვლილებებით, ძალაუფლების სადავეების მთლიანად გაკონტროლებას ცდილობს. ქართული ოცნებაში კი მინისტრთა კაბინეტში დაგეგმილ ცვლილებებს ისევ უარყოფენ.
აღსანიშნავია, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც გააკეთა. ფორმულას ინფორმაციას მმართველ გუნდში მაშინაც უარყოფდნენ, თუმცა 9 დეკემბერს მინისტრმა თქვა, რომ მოვალეობებს წლის ბოლომდე შეასრულებს, შემდეგ კი, პარტიის პოლიტსაბჭოში გააგრძელებს მუშაობას.
ასევე, შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს შაბათის ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ახალ წლამდე თანამდებობას დატოვებს. მას პრემიერმინისტრის თანამდებობაზე, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, სავარაუდოდ, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების ამჯამინდელი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.