logo
ENG



შაბათის ფორმულას ჟურნალისტი გამოკითხვაზე დაიბარეს

14 ნოე 202213:05
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ჟურნალისტი, დავით ქურდაძე დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

საუბარია შაბათის ფორმულას ეთერში გასულ რეპორტაჟზე, სადაც ჩანს, როგორ იყენებენ რუსი ტურისტები საქართველოს სანქცირებული ფულის გათეთრების მექანიზმად. რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებზე კითხვის დასმის დროს, ავტომობილი ჟურნალისტს რუსებმა მიზანმიმართულად დააჯახეს და ადგილიდან მიიმალნენ.

"ჩვენ ვამზადებდით სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა რუსეთიდან გზავნილების მიღებას და კონკრეტულ გზებს, თუ როგორ შოულობენ რუსები საქართველოში ფულს. წავაწყდით რუსეთის ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელთანაც კითხვის დასმის შემდეგ, მან გამოიჩინა აგრესია ჩემთან და მიზანმიმართულად დამაჯახა მანქანა, ხოლო სიუჟეტის ეთერში გასვლისთანავე, დამიკავშირდნენ სპეციალური საგამოძიებო უწყებიდან და დამიბარეს გამოკითხვაზე", - თქვა შაბათის ფორმულას ჟურნალისტმა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაინტერესდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და მოკვლევას იწყებს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლის ფაქტზე, სწორედ ამ საკითხზეა დაბარებული თავად ჟურნალისტი.


close დახურვა