რა ფასი ჯდება ქვეყნის და ხალხის ღალატი დიდ ფულზე მდგარი ოლიგარქის ხელისუფლება, ახლა ძალაუფლების მთავარ წყაროს - ფულს კარგავს. ქართულ ოცნებაში სრული პანიკაა - მდიდარი ჩინოვნიკები, ხალხის ჯიბიდან ამოცლილი მილიონების გადამალვას ყველა გზით ცდილობენ. ოლიგარქის გუნდს და თავად ოლიგარქსაც სანქციები იმდენად მიუახლოვდა, რომ კახი კალაძემ ევროპული ბანკებიდან რამდენიმე მილიონი სასწრაფოდ გამოიტანა და სავარაუდოდ, მესამე პირის დახმარებით, ისევ რომელიმე ევროპულ ბანკში გადამალა, ოღონდ ისე, რომ სანქციების შემთხვევაში, ამ ფულით სარგებლობა სწორედ მესამე პირის დახმარებით შეძლოს.