logo
ENG



შავიშვილი: ბათუმში 27 ახალი შემთხვევიდან 16-ის დაინფიცირების წყარო უცნობია

10 სექ 202011:50
3 წუთის საკითხავი
 
შავიშვილი: ბათუმში 27 ახალი შემთხვევიდან 16-ის დაინფიცირების წყარო უცნობია

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ბათუმში 27 ახალი შემთხვევიდან 16-ის დაინფიცირების წყარო უცნობია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტები თვითდინებით, კარვებსა და პოლიკლინიკებში მივიდნენ, სადაც ტესტირება ჩაუტარდათ და კორონავირუსი დაუდასტურდათ.

მისივე განმარტებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 122 პაციენტი მკურნალობს, 18 უსიმპტომო პაციენტი კი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი. 

დღეს, 10 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 27 აჭარაში დადასტურდა.


close დახურვა