შანხაის ბოტანიკურ ბაღში საკურას ყვავილობისთვის ონლაინტურები მოეწყო. მსურველებს შეეძლოთ, სახლიდან გაუსვლელად დაეთვალიერებინათ ბოტანიკური ბაღი. ინტერნეტგიდის როლი ბოტანიკოსებმა შეითავსეს.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ჩინეთში დახურულია საჯარო შეკრების ადგილები, მათ შორის ბოტანიკური ბაღები.
ტრადიციულად, საკურას აყვავებისას შანხაის ბოტანიკურ ბაღს 100 ათასამდე ადამიანი სტუმრობს.