ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შაორის ტბაში ჩავარდნილი მოზარდის ცხედარი იპოვეს. ტბაში სამაშველო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, საძიებო სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მეხანძრე-მაშველებმა შაორის ტბაში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული იფნრომაციით, მოზარდი ექსკურსიაზე იყო.