დიდი შვიდეულის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბავარიაში იმართება, ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ "რუსეთის ომმა მთელი მსოფლიო საფრთხის ქვეშ დააყენა". მან საკვებისა და ნავთობის მარაგებზე, ფასებსა და უსაფრთხოებაზე ისაუბრა.
შარლ მიშელის თქმით, დიდ შვიდეულს და ევროკავშირს უკრაინის მხარდასაჭერად ურყევი ერთიანობა აქვთ.
"ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. მზად ვართ, გავაძლიეროთ მხარდაჭერა და დავეხმაროთ მას აღდგენაში". - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
შარლ მიშელის განცხადებით, ომი ასევე ახდენს ევროკავშირს ფორმირებას - მან აღნიშნა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
"ომი ნიშნავს, რომ მსოფლიო შეიცვალა შარშანდელი G7-ის სამიტის შემდეგ. მსოფლიო გვიყურებს და ელოდება, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და დავიცვათ საერთაშორისო სამართალი". - განაცხადა მან.