ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველო დატოვა.
შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 20 აპრილს ჩამოვიდა და ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
როგორც მან გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტიკური პარტიების მხრიდან შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერა მნიშვნელოვანი მიღწევაა.
შარლ მიშელის თქმით, საქართველოში დაიწყო ახალი ეტაპი, რომელიც ბევრ მუშაობას საჭიროებს.
19 აპრილს, ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერა.
მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს:
- ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
- სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
- რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
- გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
- გირჩი - მეტი თავისუფლებამ [ზურაბ ჯაფარიძე];
- მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];
ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ, არმაზ ახვლედიანმა, გრიგოლ ვაშაძემ და შალვა შავგულიძემ.
ხელისუფლების მხრიდან - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.
დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.