logo
ENG



შატალოვას მკვლელობის საქმეზე რუსეთი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს

20 ოქტ 202100:21
3 წუთის საკითხავი
 
შატალოვას მკვლელობის საქმეზე რუსეთი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს

თბილისში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე მოსკოვის საქართველოსგან ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. როგორც გამოცემა Ria Novosty წერს, შესაბამისი ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე გაიგზავნა.

"შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე გაუგზავნა ნოტა თხოვნით კომპეტენტური ორგანოების ხელში არსებული ინფორმაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით, ამასთან აუცილებელი იურიდიული დახმარების გაწევაზე, მათ შორის გარდაცვლილის ცხედრის მამისათვის დაუყოვნებლივ გადაცემის საკითხში", - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

27 წლის ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს მოკლეს. მის საქმეზე 3 პირი დაკავებული

საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველები გუშინ, 18 ოქტომბერს ბათუმის ყოფილი ვიცე მერის ზურაბ ბერიძის ბინაში იყვნენ. მათ კომპიუტერები ამოიღეს. ბერიძეს შატალოვასთან საერთო შვილი ჰყავს.

დაახლოებით 1 წლის წინ შატალოვამ თქვა, რომ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე მას შვილი ნახვის უფლებას არ აძლევდა, რის გამოც მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.

ინტერვიუში ქალი ყვებოდა, რომ ბერიძე მას აშინებდა, აშანტაჟებდა და ფარულადაც უსმენდა. მისივე თქმით, ბავშვი მოტყუებით წაართვა და წაყვანის შემდეგ მასთან მიახლოების უფლებას არ აძლევდა, ასევე, იარაღით ემუქრებოდა. 

თვითონ ზურაბ ბერიძე ამბობს, შატალოვასთან 6 თვეზე მეტია, ურთიერთობა არ ჰქონია. 


close დახურვა