logo
ENG



შაქარაშვილის ბიძა: ტოიოტადან გადმოსულებმა შაქარაშვილს ალყა შემოარტყეს და მერე ჩაახრჩვეს

26 ივლ 202014:44
3 წუთის საკითხავი
clock 568

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ახვლედიანისა და ამირხანაშვილის ჩვენებები ერთმანეთს ავსებს და საბოლოო ჯამში, მათი ჩვენებებიდან დგინდება, თუ რა მოხდა 19 ივნისსის ღამეს.

როგორც ნიკოლაძე ამბობს, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილიდან გადმოსულმა სამმა ბიჭმა გზის მეორე მხრიდან ჩაუხვია და შაქარაშვილს წინიდან დახვდა.

ნიკოლაძის თქმით, სამი თავდამსხმელიდან ორი არასრულწლოვანი იყო. მესამე, ჩხუბის სრულწლოვანი მონაწილე კი ჩიქოვანი იყო.

როგორც შაქარაშვილის ბიძა ამბობს, შაქარაშვილს ფერდობის მიმართულებით დაედევნენ, სადაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ახვლედიანის და ამირხანაშვილის ჩვენებით, რომლებმაც ერთმანეთი შეავსო,  საბოლოო ჯამში, ის ბურუსი, რაც გიორგის ბოლო, დასკვნით ეტაპთან დაკავშირებით იყო, გაიფანტა და უკვე ცხადი გახდა, თუ რა მოხდა.

მოხდა შემდეგი რამ: „ტოიოტადან“ გადმოსული პირები როდესაც დაედევნენ ბავშვს, სამი მათგანი გამოყვა ხიდის მიმართულებით, გადმოირბინეს ცენტრალური მაგისტრალი. ამ სამი პირიდან ორი არასრულწლოვანია და ჩიქოვანი. ორმა პირმა ჩამოუხვია გზის მეორე მხრიდან, ჩამოვიდნენ მანქანის ამოსასვლელში და გიორგის დახვდნენ წინიდან.

მათ რეალურად დაარტყეს ალყა, მოიქციეს ბავშვი შუაში და ცხადი გახდა, რომ ბავშვმა ერთადერთი გამოსავალი იპოვა უკვე ფერდობის მიმართულებით. ყველანი დაედევნენ მას, მდინარის პირას მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები, შემდგომ ჩაახრჩვეს წყალში და გაატანეს მდინარის ნაკადს“, - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი 31 ივლისს არის ჩანიშნული, რაც შეეხება სრულწლოვან პირებს, მათი საკითხზე მცხეთის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ვახტანგ ახვლედიანის ახალი ჩვენებით ირკვევა, რომ გიორგი შაქარაშვილს ხევში ბრალდებული გაგნიძე და რევაზიშვილი არ მისდევდნენ.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს, ღამით დაიკარგა, მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა დაკავებულთაგან არც ერთს ჯერ ამ მუხლით ბრალი არ წარდგენია.


close დახურვა