logo
ENG



შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების განაჩენი 9 მარტს გამოცხადდება

05 მარ 202113:34
3 წუთის საკითხავი
 
შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების განაჩენი 9 მარტს გამოცხადდება

9 მარტს, სამშაბათს 15 საათზე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების განაჩენი გამოცხადდება. საქმეზე სასამართლო განხილვა 2 მარტს დასრულდა. სხდომის ბოლოს მათ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს, მოსამართლე კი სათათბიროდ გავიდა.

გიორგი შაქარაშვილი გასული წლის 19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით - ამ დასკვნის შემდეგ გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მუხლიც.

პროკურატურის ვერსიით, გიორგი შაქარაშვილს 5-მა ადამიანმა სასტიკად სცემა, შემდეგ მისი ცხედარი მდინარეში გადააგდო. არც ერთი მათგანი: ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და ორი არასრულწლოვანი - ზ.ხ. და ა.ქ. ბრალს არ აღიარებს.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 ადამიანია დაკავებული.


close დახურვა