logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების პროცესი გადაიდო

31 აგვ 202020:27
3 წუთის საკითხავი
 

 

შაქარაშვილის საქმეზე სიცრუეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს პროკურატურა ბრალდებებს ზეწოლასთან დაკავშირებით.  

დაკავებული არჩილ გაგნიძის ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდებულთან საქმის პროკურორი არაგეგმიურად შევიდა და აღიარების მიზნით, ზეწოლას ახორციელებდა.

დღეს მცხეთის სასამართლო არასრულწლოვნების ბრალზე 5 საათის განმავლობაში მსჯელობდა. სასამართლოში 6 ბრალდებულიდან სხდომას 5 ესწრებოდა. არასრულწლოვანი ბრალდებული ზ.ხ. სასამართლოსა და გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ბრალდებას ბრალის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს. საწინააღმდეგო მოლოდინი აქვთ პროკურორებს.  დღევანდელ პროცესზე საქმის ერთერთი მოწმე ე.წ. დიჯეი და რამდენიმე მოზარდიც დაიკითხა. 

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო სხდომები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.

 


close დახურვა