logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე სამ პირსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება მიღწეულია

04 იან 202119:33
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სამ პირსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება მიღწეულია. 

საბა გოგშელიძის, ირაკლი წაქაძისა და საბა ჩხარტიშვილის ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს. 

დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ დაზარალებული პირები საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობას აცხადებენ, შესაბამისად, შუამდგომლობის დაკმაყოფილების მოტივი არსებობს.

შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ამ სამ პირს ფეხბურთელის მკვლელობის ეპიზოდთან არანაირი შეხება არ აქვს, ამიტომ ოჯახი წინააღმდეგი არ არის. 

აღნიშნული სამი პირი აგარაკზე მომხდარი ჩხუბის ეპიზოდში მონაწილეობდა.


close დახურვა