logo
ENG



შაქარაშვილის საქმის ადვოკატები წულუკიანს: დაგვდეთ პატივი და სასამართლოში 5 მაგიდა დაგვიდგით

21 აგვ 202013:05
3 წუთის საკითხავი
 
9bhdzm9i7jxruh6.jpg

გიორგი შაქარაშვილის საქმის ადვოკატები მცხეთის რაიონულ სასამართლოში სამუშაო პირობების არარსებობაზე საუბრობენ.

ისინი სასამართლოს ადვოკატების დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ და იუსტიციის მინისტრს სასამართლოში 5 მაგიდის დადგმას სთხოვენ. როგორც ადვოკატები ამბობენ, მათ არ აქვთ იმის საშუალება, რომ საქმიანობა სრულფასოვნად შეასრულონ, რადგან არ აქვთ "დენის წყარო და მაგიდები".  

"მცხეთის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიმდინარეობს შეგნებულად ადვოკატების დისკრედიტაცია. ადვოკატებს არ გვექმნება უფლება, რომ ვისარგებლოთ სრულფასოვნად ჩვენი უფლებებით, რათა დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესები სრულყოფილად დავიცვათ. კერძოდ: მცხეთის რაიონულ სასამართლოში ადვოკატებს არ გვაქვს ელემენტარული ინვენტარი, მაგიდები არ გვაქვს, არ გვაქვს დენის წყარო, რომ ვისარგებლოთ კომპიუტერით. ვინაიდან საქმე არის მოცულობით დაახლოებით 2-ათასგვერდიანი, მატერიალური სახით მისი მოტანის შემთხვევაში ხელში უნდა გვეჭიროს 2 ათასი ფურცელი და ისე დავესწროთ სხდომას. არ გვაქვს მაგიდები და არ გვაქვს საშუალება, რომ ელექტრონული ფორმით ჩაწერილი, მოვიტანოთ სასამართლოში. მივმართავთ იუსტიციის საბჭოს და იუსტიციის მინისტრს, იქნებ დაგვდოთ პატივი და მცხეთის რაიონულ სასამართლოს გამოუყოთ 5 მაგიდა, რათა ადვოკატებს გვქონდეს იმის საშუალება, რომ განვახორციელოთ ჩვენი ვალდებულება სრულყოფილად", - აცხადებენ ადვოკატები. 

 


close დახურვა