logo
ENG



შაჰინი რუსულ კანონზე: საქართველოში NDI და IRI ვერ შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას

21 ივნ 202410:08
3 წუთის საკითხავი
 

სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ოცნების მიერ რუსული კანონის მიღების გამო, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტი (IRI) მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ

"ჩვენ ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში, ჩვენს ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, რომლებმაც ასეთი კარგი საქმე გააკეთეს საქართველოში. ისინი გვეუბნებიან, რომ ვერ შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას ამ კანონის ფარგლებში. ასე, რომ [ჩვენ მიერ შემუშავებული კანონპროექტით] დაწესდება სანქციები იმ ადამიანებზე, ვინც ჩართული იყო ამ კანონის მიღებაში"- თქვა სენატორმა.

სენატორის თქმითვე, კანონი გავლენას ახდენს საქართველო - ამერიკას შორის სამხედრო ურთიერთობებზეც.

"ჩვენ გვსურს ნათლად ავუხსნათ ქართული ოცნების ხელისუფლების ამჟამინდელ ლიდერებს, რომ მათ ქმედებებს შედეგები მოჰყვება.

ჩვენ გვქონდა კარგი ურთიერთობა ჩვენსა და საქართველოს სამხედრო ძალებს შორის მას შემდეგ, რაც [საქართველო] გახდა დამოუკიდებელი. მინდა ნათელი გავხადო, რომ რაც ახლა ხდება საქართველოში გავლენას ახდენს ასევე, ამ ურთიერთობებზე. მართალია, ჩვენი კანონპროექტი ცალკეა წარდგენილი, თუმცა ის ასევე აისახა თავდაცვის კანონპროექტზე, რომელიც ახლახან გავიდა შეიარაღებული ძალების კომიტეტში"- განაცხადა შაჰინმა.

შაჰინი იმედოვნებს, რომ ეს იქნება ძლიერი გზავნილი საქართველოს ხელისუფლების ლიდერებისთვის. 

"ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს იქნება ძლიერი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის იმის თაობაზე, რომ რასაც ისინი აკეთებენ, შედეგები მოჰყვება. ამას ექნება გავლენა დახმარებაზე, რომელსაც ისინი იღებენ აშშ-დან და ისეთ გავლენას მოახდენს ურთიერთობებზე, რაც საქართველოს ლიდერებისთვის სასარგებლო არ იქნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობას სურს დასავლეთში, უნდა იყოს ევროკავშირის ნაწილი, იყურება ნატოსკენ და ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი აშშ-ის მიმართ"- განაცხადა შაჰინმა.

რა წერია რიშისა და შაჰინის მიერ აშშ-ის სენატისთვის წარდგენილ "ქართველი ხალხის აქტში"

 


close დახურვა