აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დამატებითი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, დახმარების ახალი პაკეტი, რომლის ღირებულებაც $270 მილიონს შეადგენს, საშუალო დისტანციის სარაკეტო სისტემებსა და ტაქტიკურ დრონებს მოიცავს.
ცნობილია, რომ უახლესი პაკეტით, აშშ-ის მხრიდან უკრაინისადმი დახმარება $8,2 მილიარდს მიაღწევს.
CNN-ის ცნობით, ახალ პაკეტში 4 ერთეული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ი შედგის, ასევე 105 მმ-იასნი საბრძოლო მასალის 36 000 ტყვია, 3 000 ერთეული ჯავშანტექნიკა, სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა. ასევე, 580-მდე Phoenix Ghost-ის ტაქტიკური უპილოტო საჰაერო სისტემა.