"შევხვდებით არჩევნებზე" - ამ სლოგანით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია დასრულდა. აქცია "ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა მიმართეს, მათ შორის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც.
აქციაზე გამომსვლელებმა გასული წლის 20 ივნისის მოვლენები გაიხსენეს. ადგილზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
აქციის დასრულების შემდეგ აქტივისტებმა "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფიფისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს.