logo
ENG



შეზღუდვების დაწესებიდან დღემდე, 6 152 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა, 10 კი დაჯარიმდა

08 დეკ 202013:35
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/08/h8qp9yayfks9peb.png

შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვების დაწესებიდან დღემდე, ჯამში 25 121 ობიექტი შემოწმდა.

როგორც ფერაძემ აღნიშნა, აქედან 6 152 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა, 10 - დაჯარიმდა, 19 ათასზე მეტს კი სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.

"7 დეკემბრის მონაცემებით, საზედამხედველო უწყებების მიერ შემოწმდა ობიექტები და გაიცა 423 ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება და საქმიანობა შეუჩერდა 180 ობიექტს. გარდა ამისა, გრძელდება მონიტორინგი უკვე შემოწმებულ კომპანიებზე. გუშინ განხორციელდა 192 ობიექტის შემოწმება, რომელთაგან დადგინდა, რომ ისინი სრულად აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს.

28 ნომებერი-7დეკემბრის მონაცემებით, საზედამხედველო უწყებების მიერ ჯამში შემოწმდა 25 121 ობიექტი. სულ დაჯარიმებულია 10 ობიექტი, საქმიანობა შეუჩერდა ჯამში 6 152 ობიექტს და 19 ათასზე მეტი გაფრთხილებაა გაცემული", - განაცხადა ფერაძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვებია დაწესებული. მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე. 

28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში და სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაკეტილი იქნება ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება.

კონკრეტულად: 

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
  • აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა შეზღუდვა აღდგება.


close დახურვა