შეზღუდვების მოხსნის ახალი ტალღა დაიწყო, მაგრამ მოქალაქეებს ცხოვრება ამით გამარტივების ნაცვლად გაურთულდა. 3-დან 5 ლარამდე გაძვირებული დახვდა მოსახლეობას საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. მგზავრები ფასების ძველ ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ.
პარლამენტი ახალ ფინანსურ ჯარიმას უწესებს მოქალაქეებს, პირბადის გარეშე დახურულ სივრცეში ყოფნა ისჯება. უსამართლო და მკაცრი ჯარიმებით გამოწვეულ მწვავე რეაქციას 50-დან 20 ლარამდე სანქციის შემცირება მოყვა.
უკმაყოფილოა და მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებს სპორტული ობიექტების ხელმძღვანელობა, - გაზრდილი ხარჯი და გაურკვევლობა ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით, მათ გაკოტრების საფრთხის წინაშე აყენებს.