logo
ENG



შეიქმნება ცხელი ხაზი, რომელზეც მოქალაქეები სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დარეკავენ

26 მარ 202011:35
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის ადმინისტრაციაში გვიან ღამით პრემიერ-მინისტრისა და 112-ის წარმომადგენლების სეხვედრა მიმდინარეობდა. 

შეხვედრაზე სპეციალური ცხელი ხაზის შექმნის საკითხი განიხილეს, რომელიც კორონავირუსის სიმპტომების მქონე მოქალაქეებს მოემსახურება. კანცელარიაში იმყოფებოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძეც. იმნაძის განმარტებით ვირუსთან ბრძოლაში სამედიცინო სისტემის მზადყოფნაზე იმსჯელეს. 

"შევთანხმდით მოდელზე, რომელიც უმოკლეს ხანებში ამოქმედდება. შეიქმნება ერთიანი საკომუნიკაციო სისტემა, რომელიც მიიღებს ყველა ზარს, რომელიც შევა ცხელების ან სხვა სიმპტომების გამო. კვალიფიციური ოჯახის ექიმები გაუწევენ წინასწარ კონსულტაციას", - განაცხადა ჯანდაცვის მმინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

 


close დახურვა