logo
ENG



შეიცვლება თუ არა ზიარების წესი, სინოდის სხდომაზე გადაწყდება

19 მარ 202008:48
3 წუთის საკითხავი
 

შეიზღუდება თუ არა კორონავირუსთან დაკავშირებით ხალხმრავალი რიტუალები და შეიცვლება თუ არა ზიარების წესი - ამ საკითხებზე სასულიერი პირები ხვალ სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ.

ეთნიკური და რელიგიური ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელის, ლელა ჯეჯელავას თქმით, საგანგებოდ ჩანიშნულ სხდომაზე სასულიერო პირებმა ვირუსის გავრცელების პრევენციის გზებზე უნდა იმსჯელონ.

მისი განცხადებით, ყველა ინსტიტუცია, მათ შორის ეკლესიაც, ვალდებულია ქვეყანაში მიმდინარე ვითარება გაითვალისწინოს და შესაბამისად იმოქმედოს.

ჯეჯელავა იმედოვნებს, რომ სინოდი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. 

"სხდომა საგანგებოდ იმისთვის არის ჩანიშნული, რომ განიხილონ ზიარების წესი. ამან გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია. სინოდი ხელს შეუწყობს იმას, რომ ზიარებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბდეს", - განაცხადა ჯეჯელავამ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქომ ზიარების წესი ნაწილობრივ შეცვალა. 


close დახურვა