logo
ENG



შემდეგ კვირაში დაანონსდება რა დოზით გაიხსნება ევროპული ბაზრები საქართველოსთვის

08 მაი 202017:16
3 წუთის საკითხავი
 

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველო სექტემბერში მინისტერიალს უმასპინძლებს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები შეიკრიბებიან. ამის შესახებ გიორგი გახარიასა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის ვიდეოკონფერენციაზე გახდა ცნობილი. კონფერენციაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და პანდემიის პირობებში სფეროს განვითარებაზე იმსჯელეს.

"საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელმაც ეს შეძლო და აკეთებს. ჩვენ მოვახდენთ ამის პოლულარიზაციას, აუცილებელია ურთიერთობა ევროპასთან. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ევროპული ბაზრები და არაბეთის ქვეყნებია. შემედეგ კვირაში უკვე დაანონსდება რა დოზით გაიხსნება ევროპული ბაზრები",-აცხადებს კოლოლიკაშვილი. 

გახარიას თქმით, ქვეყანა გაითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებსა და უსაფრთხოების ზონებს. აღნიშნულის მიხედვით განისაზღვრება ტურისტული ზონებიც.

"ერთ თვეზე ცოტა მეტი გვაქვს, რომ შიდა ტურიზმისთვის მოვამზადოთ ინფრასტრუქტურა. კრიტიკული წერტილებია ტრანსპორტი, აეროპორტი, სახმელეთო საზღვარი, სასტუმრო. ველოდებით რას გამოაცხადებენ ტურისტულად უსაფრთხო ზონებად და ისნტრუმენტები იქნება დასაცავი. ჩვენი საელჩოები ესაუბრებნიან სახელწმიფოებს. უკვე ისრაელმა გამოთქვა ინტერესი",-აღნიშნა გიორგი გახარია.

 


close დახურვა