logo
ENG



შემოვიდა ორი ახალი კოვიდინფიცირებული, სომხეთის მოქალაქეები-მაკა სოლოღაშვილი

21 მაი 202010:41
3 წუთის საკითხავი
 

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 41 პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კლინიკაში საკარანტინე სივრციდან ორი ახალი პაციენტი შეიყვანეს. ისინი სომხეთის მოქალაქეები არიან. გარდა ამისა, რეანიმაციაში რჩება 1 პაციენტი, რომლის მდგომარეობაც სტაბილურად მძიმეა.

ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 51 პაციენტი, აქედან დადასტურებული დიაგნოზით 41 პაციენტი. გვაქვს სამი გამოჯანმრთელება. შემოვიდა ორი ახალი პაციენტი დადასტურებული დიაგნოზით, დედა-შვილი საკარანტინე სივრციდან. ისინი არიან სომხეთის მოქალაქეები. ერთი პაციენტი გადავიდა რეანიმაციიდან და რეანიმაციაში მკურნალობას აგრძელებს მხოლოდ ერთი. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 4 პაციენტი რჩება საყურადღებო. 18 წლამდე ასაკის პაციენტებიდან 12 ბავშვი გვყავს დადასტურებული, ოთხი პირი ელოდება კვლევაში ჩართვას“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

მან ასევე მოზარდებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათთან ვირუსის მსუბუქად მიმდინარეობს და ამ დრომდე გართულების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

„ბავშვებში გართულება არ გვქონია. არათუ რაიმე გართულება, ბავშვებში არის ძალიან მსუბუქი მიმდინარეობდა. მხოლოდ შემოსვლის პერიოდში თუ გამოიხატება სუფერბრილიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია რადიოლოგიური მონაცემებით გამოიხატოს ორმხრივი პნევმონიაც კი, ბავშვების სუბიექტურად ძალიან კარგად გრძნობენ თავს და არანაირი სხვა სინდრომი, გართულება ჩვენ არ გვქონია სახეზე“, - აღნიშნა სოლოღაშვილმა. 


close დახურვა