წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტ წითელ ხიდზე მებაჟე ოფიცრებმა სამალავში 15-ტონამდე არადეკლარირებული დიზელის საწვავი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
"საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისას, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავის შემოტანა.
შემოსავლების სამსახური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან"- ნათქვამია განცხადებაში.