logo
ENG



შენგელაია 90 - დროება

29 იან 202319:48
3 წუთის საკითხავი
 

საკუთარი ფილმებით ძალიან ბევრი სიმართლე თქვა. თითქოს იღბალიც და დღესასწაული თან დაჰყვებოდა… არც აღიარება აკლდა. უცნაური, მომხიბვლელი ადამიანების, მისი პერსონაჟების ფრაზებიც, მთელმა საქართველომ ზეპირად ისწავლა.ისევ ისე ძალიან უყვართ. მისი კინო არ ძველდება და ასაკის მიუხედავად არც თვითონ ნებდება….საკუთარი ფილმებივით სევდიანი და ამავე დროს ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა …. არც ალეგორიებს, არც საკუთარ ხელწერასა და არც საკუთარ თავს არასოდეს უღალატა და ისე იცხოვრა როგორც დიდ ხელოვანებს სჩვევიათ ….. პარადოქსებით სავსე სამყარო შექმნა, მფრინავი კონსტრუქციაც კი მოიფიქრა, ციხის კედლები დაანგრია და საბჭოთა კავშირიდან თავისუფლების საძებნელად გაფრინდა …. დიდი კინო ოსტატი ელდარ შენგელაია 90 წლისაა - ლიზა ციციშვილი დროებაში არამარტო ამ მნიშვნელოვან იუბილეზე.


close დახურვა