logo
ENG



შენგელია CU-დან ბერიკაშვილის პოლიტიკური ნიშნით გაშვებას უარყოფს

14 მაი 202415:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/14/yc34mb9j90t7ios.jpg

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია CU-ს უკვე ყოფილი დეკანის, სოსო ბერიკაშვილის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს. 

BM.GE-სთან ინტერვიუში შენგელია ამბობს, რომ მის გაშვებას ისედაც აპირებდა, რადგან მუშაობით უკმაყოფილო იყო და გათავისუფლება ამ დღეებს "უბრალოდ დაემთხვა". 

"უნივერსიტეტის გამო, მასთან პირადი კონფლიქტი მქონდა. უნივერსიტეტში არაფერს აკეთებდა და ვაპირებდი გაშვებას. იმ დღეს კი დაიძაბა ჩვენ შორის ურთიერთობა და გადავწყვიტე, გამეშვა. სოსო ბერიკაშვილი ახლა ცეცხლზე ნავთს ასხამს პირადი გამორჩენის მიზნით, რომ შემდეგ პარლამენტში მოხვდეს", - ამბობს შენგელია. 

***

დღეს უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა ლექტორმა, სოსო ბერიკაშვილმა დაწერა, რომ ის კავკასიის უნივერსიტეტიდან გაუშვეს.

მისი თქმით, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ დაიბარა და უთხრა, რომ სუს-მა მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვა, მიზეზად კი "ბიძინას გინება" დაუსახელა.

ამ განცხადების შემდეგ, CU-ს დატოვების შესახებ დატოვა უნივერსიტეტის კიდევ ერთმა ლექტორმა, ნიკო ნერგაძემ, ასევე, ნინიკო რობაქიძემ.

CU ერთ-ერთია იმ 38 უნივერსიტეტს შორის, რომელთა რექტორები ზოგიერთი ლექტორის მიერ პროტესტის ნიშნად ლექციების ჩატარებაზე უარის თქმას "მიუღებლად" მიიჩნევენ. 


close დახურვა