logo
ENG



შერიგებასთან შეურიგებლობა - დროება

12 დეკ 202120:16
3 წუთის საკითხავი
 

"პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ" - ასე მიმართა 2 დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას და იმავდროულად გამოეხმაურა საქართველოში შერიგებაზე გაჩენილ დისკურსს. სამწუხაროდ ირაკლი კობახიძემ, არც აცია, არც აცხელა და თქვა, რომ პრეზიდენტის ინიციატივა მნიშვნელოვანია, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის ადგილი პოლიტიკაში არ არისო. თუმცა საბედნიეროდ ასეთი რადიკალური არაა დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი. ოპოზიციის უდიდესი ნაწილი კი იზიარებს შერიგების და ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების იდეას. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც თუ შერიგების და გადატვირთვის სურვილი, თავად ხალხისგან წამოვა, პოლიტიკურ ელიტებს მოუწევთ წავიდნენ კომპრომისზე, და ვნახავთ, რამდენად შესაძლებელია მათი პოლიტიკური თანაცხოვრება. რა გვაქვს ერთმანეთისთვის საპატიებელი და არსებობს თუ არა დიდი სამოქალაქო თანხმობის შანსი - ნახეთ დროებაში. 


close დახურვა