logo
ENG



შეუსრულებელი დაპირების გამო გაკრიტიკებული ქართული ოცნება მწვავე შეფასებებს არ იღებს

31 იან 202020:26
3 წუთის საკითხავი
 

შეუსრულებელი დაპირების გამო გაკრიტიკებული „ქართული ოცნება“ მწვავე შეფასებებს არ იღებს. მონიტორინგის ანგარიშის განმარტებისას ბიძინა ივანიშვილის გუნდი მხოლოდ დადებით შეფასებებზე საუბრობს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული მმართველობა საერთაშორისო პარტნიორებისთვის დეტალურადაა ცნობილი. საარჩევნო სისტემის საკითხი, რომელიც ანგარიშში ცენტრალურ ადგილს იკავებს, ისევ ულტიმატუმების თემაა. იქნება 100-50-ზე მოდელს ისევ ჯიუტად კომპრომისულ შეთავაზებად ასაღებს.

ევროსაბჭოს რეზოლუცია ოპოზიციისთვის სერიოზული გზავნილი და წინაპირობაა სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ყველაზე სამართლიან მოდელად კი მათ კვლავ პროპორციული სისტემა მიაჩნიათ. ოპოზიცია ხელისუფლებას დათმობაზე წასვლისკენ მოუწოდებს.

ოპოზიცია არ აპირებს დასთანხმდეს უმრავლესობის შეთავაზებას 100/50-ზე პრინციპით - ანუ 100 პროპორციული 50 მაჟორიტარული დეპუტატის არჩევის მოდელს. ევროსაბჭოს რეზოლუცია კი, მათი თქმით იმპერატიული მითითებაა, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მოხდეს. 

შეთავაზების შეცვლას არც უმრავლესობა გეგმავს. „ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ არჩევნებს დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად ჩაატარებენ. უმრავლესობა ოპოზიციას კვლავ რადიკალურ ქმედებებში ადანაშაულებს. 

ევროსაბჭოს რეზოლუცია საყურადღებო გზავნილია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომლებმაც ხელისუფლებას უკვე მოუწოდეს, დაუბრუნდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მსჯელობას. შეთანხმდება თუ არა პოლიტიკური სპექტრი საარჩევნო სისტემაზე - ეს მათთვის დემოკრატიული და დასავლური განვითარების მთავარი ინდიკატორია.


close დახურვა