logo
ENG



შეცვალეს აქტივისტი: სუს-ის შემოგზავნილი აგენტი ჩუმად ფოტოებს გვიღებდა

18 დეკ 201918:44
3 წუთის საკითხავი
 
nrn4m84001dmize.jpg

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები და სტუდენტები რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობით მიემართებიან. მსვლელობის დრო პოლიციამ ერთ-ერთი აქტივისტის დაკავება სცადა თუმცა, აქციის მონაწილეებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

შეცვალეს აქტივისტის განცხადებით, მათ სუს-ის აგენტი მათ ჩუმად ფოტოებს უღებდა.

„ერთ-ერთმა აქტივისტმა დაინახა, რომ სუს-ის შემოგზავნილი აგენტი ჩუმად ფოტოებს გვიღებდა. ამის გამო მივიდა პოლიციასთან და პოლიცია აკავებდა, შემდეგ ჩვენც ჩავერიეთ. არ გვინდოდა, რომ დაეჭირათ და გაღებულ მანქანას გადავუდექი წინ საიდანაც პოლიციამ გამომათრია. ხელის დაზიანებაც მივიღე. დღეს ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მთავრობის სახე, რომელიც ანადგურებს და სპობს ამ თაობას სახე. ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს,“ - განაცხადა მსვლელობის მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები 15 წლის ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრისა და მისი მოადგილის გადადგომას ითხოვენ. 


close დახურვა