logo
ENG



შეხლა-შემოხლა ოცნების ოფისთან

17 ნოე 201919:31
3 წუთის საკითხავი
 
jqju1oquhg02qzn.jpg

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა იყო „ქართული ოცნების“ ოფისთან. აქციის მონაწილეებმა ერეკლე მეფის მოედანზე რუსთაველის გამზირიდან გადაინაცვლეს და მმართველი პარტიის ოფისთან სკანდირებენ შემდეგ შეძახილებს: „წადი" და „შეცვალე".

მომიტინგეებმა ოფისთან დატოვეს წარწერა „წადი", რასაც მოჰყვა დაპირისპირება. 

აქციის მონაწილეები ერეკლე მეფის მოედნიდან კვლავ პარლამენტის წინ გადაინაცვლებენ და იქ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.  


close დახურვა