logo
ENG



შეხლა-შემოხლა რუსთაველზე - პოლიციამ გიორგი ვაშაძე დააკავა

12 დეკ 201909:32
3 წუთის საკითხავი
 
uwk8dnqe5jt62rp.jpg

პარლამენტის შენობასთან პოლიციასა და „ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციას ვაშაძის დაკავება უნდოდა, თუმცა ადგილზე მყოფებმა პოლიტიკოსი სამართალდამცველებს ხელიდან გამოგლიჯეს. დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეებმა ადგილზე ერთგვარი პერფორმანსი მოაწყეს.

კერძოდ, მას შემდეგ რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის უფლება არ მისცა და ეს კანონის დაცვით განმარტა, მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, რომ ე.წ. ზებრა გადასასვლელზე ცოცხალი ჯაჭვი გაეკეთებინათ. მომიტინგეებმა დაიწყეს ე.წ. ზებრა-გადასასვლელზე უწყვეტი სიარული, რაც კანონის დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა პოლიციამ არც ამის უფლება მისცა. ადგილზე ვითარება ისევ დაიძაბა.

გიორგი ვაშაძემ პოლიციას მიმართა, თუ რის საფუძველზე არ აძლევენ მათ გადაადგილების საშუალებას. ამის შემდეგ პოლიციამ მაინც შეძლო გიორგი ვაშაძის საპატრულო პოლიციის ავტომობილში ჩასმა. ის სავარაუდოდ ადგილიდან განარიდეს. ვაშაძის გარდა ადგილიდან კიდევ 2 ადამიანი გაიყვანეს. ერთ-ერთი დაკავებული არის "გამარჯვებული საქართველოს" წევრი გურამ ჩალაგაშვილი. აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ადგილზე მყოფების, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ საკმაოდ აგრესიულად არიან განწყობილი.


close დახურვა