logo
ENG



შვედეთის საგარეო: მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩასახშობად ძალის გამოყენება მიუღებელია

01 მაი 202417:24
3 წუთის საკითხავი
 
შვედეთის საგარეო: მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩასახშობად ძალის გამოყენება მიუღებელია

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში აქციის დარბევას შემაშფოთებელს უწოდებს. სამინისტრომ განცხადება სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა.

"ღრმად შემაშფოთებელია თბილისში გუშინ ღამით მომხდარი სცენები. მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩასახშობად ძალის გამოყენება მიუღებელია. ევროკავშირი და შვედეთი ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გუშინ ღამით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ მშვიდობიანი მოქალაქეები დაარბია - გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი. პოლიციამ იძალადა მოქალაქეებზე. შსს-ს ცნობით, აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი.


close დახურვა