შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა NATO-ში წევრობის განაცხადა. ამ ნაბიჯმა ათწლეულების სამხედრო ნეიტრალიტეტი დაასრულა.
საგარეო საქმეთა მინისტრის, ან ლინდეს თქმით, ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომელიც შვედეთისთვის საუკეთესოა.
"არ ვიცით, რამდენი დრო დასჭირდება, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ ერთ წლამდე იქნება საჭირო", - თქვა მინისტრმა.
შვედეთის პრემიერმინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ ქვეყანა NATO-ში უნდა შევიდეს მეზობელ ფინეთთან ერთად, რათა "შვედი ხალხის უსაფრთხოება უზრუნველყონ".
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კი ამბობს, რომ ალიანსში სკანდინავიური ქვეყნების გაწევრიანება რუსეთს საფრთხეს არ შეუქმნის, თუმცა სამხედრო ექსპანსია "აუცილებლად გამოიწვევს ჩვენს პასუხს".