შვედეთის მაღალი რანგის წარმომადგენლობით დელეგაციასა და ოპოზიციური პარტის წევრებს შორის ამ წუთებში შვედეთის საელჩოში შეხვედრა იმართება.
დელეგატთა შორის არის შვედეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრი, იოჰან ფორსელი ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას კანონზე, რაც ქვეყანას ევროპული მომავლისგან დააშორებს.
"შვედეთი საქართველოს ზურგს არ შეაქცევს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის ნაწილი. ამავდროულად, შეშფოთებული ვართ ახალი კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისთვის შესაძლებლობებს ზღუდავს. ვფიქრობთ, რომ ეს არ შეესაბამება ჩვენს თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს და არ შეესაბამება ჩვენს ხედვებს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე.
დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ არსებულ სიტუაციას და შემდგომ ნაბიჯებს, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ და ინეტნსიურს გავხდით ჩვენს მხარდაჭერას რეფორმების პროცესისთვის და მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომელიც არ მუშაობს", - აცხადებს ფორსელი.
მანამდე, ფორსელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. შვედეთის სამეფო დელაგაციას შეხვედრა სურდა ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც, თუმცა ქართულმა ოცნება, უარი განაცხადა.