ოცნების მთავრობაში ცვლილებები საკმაოდ ხშირია. ყოველი ახალი დანიშვნა კიდევ უფრო უსახოს და უპიროვნოს ხდის აღმასრულებელი ხელისუფლების მმართველობით ორგანოს, რომელიც წესით ერთ საერთო და ბევრ დარგობრივ პოლიტიკას უნდა ახორციელებდეს და კოლეგიალურ საბჭოს უნდა წარმოადგენდეს. იზრდება ისეთი მინისტრების რიცხვი, რომელთა არც სახელი და არც გვარი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას და თავად ამავე სფეროებში დასაქმებულ ადამიანებს არაფერს ეუბნება.
რა ტიპის შიდასახელისუფლებო ბრძოლების გამოძახილია ცვლილებები, რა უნდა წავიკითხოთ მთავრობის მორიგი გადახალისების მიღმა, როგორ კონტროლდება სისტემა დისტანციური მართვის პულტით, რომელზეც ღილაკების რაოდენობა მინიმუმამდე დავიდა და რა ხდება ივანიშვილის აკვარიუმში ნახეთ დროებაში.