შიდსის კვლევის ფონდმა ნიუ-იორკში მეთერთმეტე გალა მოაწყო. ღონისძიების ვარსკვლავი მოდელი იმანი იყო, რომელსაც ჯილდო დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადასცეს. გალას დონა კარანიც დაესწრო.
წითელ ხალიჩაზე კოკო როშა, ანა ვენტური და ჰაიდი კლუმიც გამოჩნდნენ. შიდსის კვლევის ფონდი 1985 წელს შეიქმნა. მას შემდეგ ორგანიზაციამ დაავადების კვლევისთვის 550 მილიონი დოლარის მიზიდვა შეძლო.