უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინამ საერთაშორისო პარტნიორებისგან გენერატორების მიღება დაიწყო.
"ბელგიის ქალაქებმა უკრაინას გენერატორების პირველი პარტია გადასცეს. მალე ევროკავშირის სხვა ქვეყნები შეუერთდებიან. საფრანგეთიდან 100 გენერატორი ჩამოვიდა. ნორვეგია ახლა უკრაინელ მესაზღვრეებს გენერატორებით ამარაგებს. გუშინ, დელეგაციასთან შეხვედრისას სლოვაკეთის მთავრობა 300-მდე გენერატორის მოწოდებაზე დათანხმდა", - თქვა უკრაინის პრემიერმა.
2 დეკემბერს, შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა ელოდება ასობით ტრანსფორმატორს და ათიათასობით გენერატორის ჩამოსვლას.
18 ნოემბერს, უკრაინის პრემიერმა თქვა, რომ ქვეყანას ევროპელი პარტნიორებისგან დამატებითი დახმარება სჭირდება, როგორც ენერგეტიკის სფეროში, ასევე დამატებითი აღჭურვილობისა და ფინანსური რესურსების მიწოდებით.