![2022/02/28/fw3dtmrhbkwavcj.jpg](/uploads_script3/articles/2022/02/28/fw3dtmrhbkwavcj.jpg)
უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი იმედოვნებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ქართველი მოხალისეებისთვის ფრენის ნებართვას გასცემს. ამის შესახებ შმიგალმა Twitter-ზე ქართულ, უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე დაწერა.
"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად თბილისის აეროპორტში ფრენას ელოდებიან, იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება. ევროპა ამას ელოდება", - წერს შმიგალი.
"თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!" - დაამატა შმიგალმა.
დღეს, საქართველოს მთავრობამ არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა.