უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი გერმანიასა და ამერიკას უკრაინისთვის საბრძოლო ტანკებისა და იარაღის გაგზავნისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ გვჭირდება ცვლილება იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, ამით ვგულისხმობ, რომ თანამედროვე საბრძოლო ტანკებიც უნდა იყოს მოწოდებული," - განაცხადა უკრაინის პრემიერმა.
შმიგალი აღნიშნავს, რომ უკრაინა გერმანიისა და შეერთებული შტატებისგან თანამედროვე, საბრძოლო ტანკების გამოგზავნას ელის, რომლებიც უკრაინას ბრძოლის ველზე სჭირდება.
"მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება მალე მივიღოთ მეტი იარაღი და აღჭურვილობა," - თქვა შმიგალმა.