უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი მოსახლეობას მოუწოდებს, დაიწყონ მზადება რთული ზამთრისთვის და მოიმარაგონ საჭირო ნივთები.
"სახელმწიფო ემზადება [ზამთრისთვის] და ავსებს დამატებით მარაგებს, უკრაინელებიც უნდა მოემზადონ რთული ზამთრისთვის და იქონიონ აუცილებელი ნივთების მარაგი", - თქვა შმიგალმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის მიმდინარეობისას.
მისი თქმით, უკრაინა აგრძელებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებთან დამატებითი საჭირო მარაგების მიღებასთან დაკავშირებით, რათა აღადგინონ ქვეყნის ინფრასტრუქტურა.
"უკვე 12-მა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, დაგვეხმაროს. ამიტომ უკრაინელებს აქვთ და ექნებათ რეზერვები, რათა აღადგინოს განადგურებული ინფრასტრუქტურა", - თქვა შმიგალმა.