logo
ENG



შმიგალის თქმით, ომის შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოება ნომერ პირველი პრიორიტეტი გახდება

15 სექ 202214:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/15/nhgnwr7onpord88.jpg

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის ომის დასრულების შემდეგ, უსაფრთხოება ნომერ პირველი პრიორიტეტი გახდება.

"რა თქმა უნდა, ამ ომის დასრულების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად ჩვენი წამახალისებელი და შთამაგონებელი მოლოდინებისა, უსაფრთხოება უნდა გახდეს და გახდება ნომერ პირველი პრიორიტეტი ჩვენი საზოგადოებისთვის.

რუსეთი, როგორც ჩვენი მეზობელი, არსად მიდის და მომდევნო ათწლეულების განმავლობაში საფრთხის გრძნობით ვიცხოვრებთ. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რათა თავდაჯერებულად ვიგრძნოთ თავი," - თქვა უკრაინის პრემიერმა.


close დახურვა