უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, მთავრობის მიერ მობილიზებული საკვების სტრატეგიული მარაგი რამდენიმე წელზეა გათვლილი. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"საკვების სტრატეგიული მარაგი რამდენიმე წელზე ჩამოვაყალიბეთ. ეს ის მარაგებია, რომელიც ჩვენ შარშან თესვის სეზონის შემდეგ შევაგროვეთ. დღეს ვაყალიბებთ ძირითად სასურსათო მარაგს რამდენიმე თვეზე დაყრდნობით, მარცვლეულის ძირითადი ბლოკის მიღების გარეშე, არამედ ზოგად საკვებ კალათას, რომელიც ჩვენ დავადგინეთ და ვაყალიბებთ, რათა უზრუნველვყოთ უკრაინის სასურსათო უსაფრთხოებას", - თქვა მან.