logo
ENG



შმიჰალი: ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია რუსეთის სარაკეტო თავდასხმების მთავარ სამიზნედ რჩება

30 სექ 202313:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/30/6attw4z4zx65w4o.png

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიჰალის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია რუსეთის სარაკეტო თავდასხმების მთავარ სამიზნედ რჩება.

"ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია რუსეთის სარაკეტო თავდასხმების მთავარ სამიზნედ რჩება. თავდასხმის შედეგად 37 საწარმო დაზარალდა.

უცხოელ მწარმოებლებთან თანამშრომლობის გაძლიერება და უცხოური კომპანიების მოზიდვა უკრაინაში იარაღის წარმოებისთვის ქვეყნის მოკლევადიანი და სტრატეგიული მიზანია. რუსეთის რეჟიმი უკრაინის დემილიტარიზაციაზე ოცნებობდა, თუმცა უკრაინა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის წარმოებას ყოველთვიურად ზრდის", - ამბობს შმიჰალი.

გუშინ, უკრაინის პრემიერმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირს მომავალი ორი წლის განმავლობაში შეუერთდება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.


close დახურვა