logo
ENG



შოვი - გაფლანგული მილიონები - დროება

08 ოქტ 202321:47
3 წუთის საკითხავი
 

32 გარდაცვლილი და ერთი უგზო-უკვლოდ დაკარგული მოზარდი, რომლის ცხედარსაც დღემდე ეძებენ - ეს რაჭის ბოლო სტიქიის ტრაგიკული შედეგებია. უკვე ცნობილია, რომ მრავალჯერადი დაპირების მიუხედავად ღვარცოფისა და მეწყრის მაღალი რისკის ხეობაში არ არსებობდა ადრეული გაფრთხილების სისტემა. ხოლო მომხდარის შემდეგ, გარდაცვლილების ნაწილს, სიკვდილის ზუსტი დროისა და მიზეზის დასადგენი ექსპერტიზა არ ჩატარებია. თუმცა პრობლემა, რომელზეც დღეს გვინდა მოგიყვეთ, კონკრეტული მაღალჩინოსნების სამსახურებრივ გულგრილობასა და შესაძლო კორუფციის ფაქტს ეხება. ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე ბუბაზე, რომელიც 2020 წლის წყალმოვარდნის შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჩაატარა და ჩაიბარა, როგორც დასრულებული და რომელიც, როგორ ირკვევა, სინამდვილეში დაუსრულებელი იყო. მილიონობით ლარის ღირებულების პროექტზე, რომლის დასრულების შემთხვევაში, შესაძლოა, მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაგვერჩინა, დეტალურად ჩვენი რესპონდენტები მოგიყვებიან.


close დახურვა