logo
ENG



შოვში სტიქიის შედეგად ზაზა მესხის უფროსი შვილის დაღუპვა დადასტურდა

19 აგვ 202317:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/19/zbg999qqhe2dx6c.jpg

შოვში სტიქიის შედეგად ზაზა მესხის ერთ-ერთი შვილის დაღუპვა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ზაზა მესხის ყოფილი ცოლი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ნაპოვნია და დნმ ანალიზით დადასტურდა ერთი ჩემი და ზაზა მესხის შვილის ცხედარი. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ის უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული ბიჭებისგან უფროსი", - წერს ის სოციალურ ქსელში.

ზაზა მესხი ცოლთან და სამ შვილთან ერთად უწერაში ისვენებდა - 3 აგვისტოს ოჯახი შოვის მოსანახულებლად ავიდა. ოჯახი ნიდერლანდებში ცხოვრობს და საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა. 5 აგვისტოს შოვში, სტიქიის დროს დაღუპულებს შორის ზაზა მესხის ცოლი, ალინა პოლიკოვსკა ამოიცნეს.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში ღვარცოფი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე ეძებენ 6 ადამიანს. 

შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 116 მუხლებით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას და გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


close დახურვა