logo
ENG



შოიგუს მტკიცებით, უკრაინამ კონტრშეტევისას 90 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

30 ოქტ 202310:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/30/hjsdwdxao4xn0u8.jpg

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მტკიცებით, უკრაინამ კონტრშეტევისას 90 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.

"მხოლოდ 4 ივნისიდან - დასავლეთის მიერ ფართოდ გავრცელებული და გულუხვად დაფინანსებული უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან კიევმა 90 000-ზე მეტი ჯარისკაცია მოკლული და დაჭრილი.

უკრაინას სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგი აქვს. განადგურებულია 600-მდე ტანკი და სხვადასხვა საბრძოლო მასალა. ამასთან, უკრაინამ ტაქტიკურად მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია", - აღნიშნა მან.

10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს. მან თქვა, რომ ქვეყანაში კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს.


close დახურვა